მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოში კანდიდატების ნომინირებაზე: ყოფილი პრეზიდენტი საერთოდ არანაირ პროცედურას ახორციელებდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ 2016 წლიდან პარლამენტს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაეს სასამართლოში ნომინირებული კანდიდატები ჰყავს და შეეძლო, პირველ ყოვლისა, მათთვის ეყარა კენჭი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი მიქაუტაძე პასუხობს.
როგორც მიქაუტაძე აცხადებს, აღნიშნული მიმართულებით ყოფილი პრეზიდენტი საერთოდ არანაირ პროცედურას ახორციელებდა.
„ძალიან ბევრჯერ გავიხსენეთ მაგალითები, ყოფილი პრეზიდენტი როგორ ახდენდა მოსამართლეების ნომინირებას, რა კადრებს არჩევდა, საიდან არჩევდა, რა კრიტერიუმებზე, რა სამართლებრივი საფუძვლებით წარადგენდა, როგორ საჯაროობას ჰქონდა მაშინ ადგილი. ყოველ ჯერზე მივდივართ ერთსა და იმავე შედეგამდე, რომ ყოფილი პრეზიდენტი საერთოდ არანაირ პროცედურას ახორციელებდა. პირდაპირ ასე, როდესაც მოესურვებოდა, მაშინ დააყენებდა კანდიდატს საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები