პრემიერმინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე რეფორმებსა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგსა და ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.
პრემიერმინისტრი მიესალმა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ყურადღება ევროკავშირის დღის წესრიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა.
რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
​შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები