ანა დოლიძე: უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტში იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას ეხება.
მისი შეფასებით, უმრავლესობა ლაჩრულად იქცევა, როდესაც ვენეციის კომისიაში მოთხოვნას აგზავნის მოსაზრებებისთვის, მაგრამ ამას არ ელოდება და წინასწარ იღებს კანონპროექტს.
„სინამდვილეში, უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას. იქცევა ლაჩრულად, როდესაც, ერთი მხრივ, ვენეციის კომისიაში მოთხოვნას აგზავნის მოსაზრებებისთვის და, მეორე მხრივ, არც ელოდება მოსაზრებებს და წინასწარ იღებს კანონპროექტს. არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აკლია და, ამიტომ, რეაქტიული სიჩქარით უნდა მივიღოთ ეს პროექტი, ცხადია, საფუძველს მოკლებულია, რადგან პარლამენტში 2016 წლიდან წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: ნონა თოდუა, თამარ ლალიაშვილი და ლევან ბოძაშვილი. საქართველოს პარლამენტს თუ ასე ეჩქარებოდა, მაშინ ამ ადამიანებისთვის უნდა ეყარა კენჭი, მათი იგნორირება არ უნდა მოეხდინა და შემდეგ უნდა ეზრუნა დანარჩენ კანდიდატურებზე. ფაქტია, რომ, იურიდიული თვალსაზრისით, გამართულად წარდგენილი ადამიანების სახელებისა და გვარების იგნორირება მოხდა”, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები