ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდის სამმართველოსთან აქცია დასრულდა

ზუგდიდის სამმართველოს შენობასთან რამდენიმე წუთის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა, რომელსაც ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ.

როგორც “კვირას” აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ განუცხდა, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მალე აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდას გაათავისუფლებენ, რომელსაც შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ცნობისთვის, დღეს ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისმა ოჯახის წევრებმა და ახლოლებმა ზუგდიდში საქპროტესტო აქცია გამართეს. სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან შეხვედრის შემდეგ, მსვლელობით სამხარეო პოლიციის განყოფილებასთან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

ბესიკ დგებუაძე, 2018 წლის 21 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა, მას 4 ტყვია მოხვდა.

დგებუაძე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 370-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზღახ მსუბუქ დაზიანებასა  და სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს, არის გასამართლებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები