ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში აქციაზე, რომელსაც ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მისი გათავისუფლების მოთხოვნით მართავენ, ერთი პირი დააკავეს. ის პოლიციამ გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით დააკავა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ბესიკ დგებუაძის ადვოკატი და ოჯახის ახლობელი სამხარეო პოლიციის შენობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან, ნიკოლოზ დიასამიძესთან შეხვედრაზე შეიყვანეს. :კვირას ინფორმაციით” ისინი შეხვედრიდან უკამყოფილონი გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეებს ცენტრალური გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ დროს დააკავეს ერთი პირი. რამდენიმე წუთის განმავლობაში, პარალიზებული იყო ზუგდიდის მთავარი მაგისტრალი.

როგორც “კვირას” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, ისინი ამ წუთებში, მსვლელობით ზუგდიდის სამმართველოს შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციაზე დაკავებული პირია გადაყვანილი.

დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დაკავებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ხმაური იყო.  ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები