ზესტაფონში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს (ვიდეო)
წიფლავაკის, საღვინესა და შორაპნის მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზესტაფონის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. გიორგი გოგლიჩიძე ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
სანახშირის მცხოვრებლებს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში თემში გაზიფიცირების პროცესი დაიწყება. შორაპანში გაჩეჩილაძეების ქუჩის გზის რეაბილიტაცია გაგრძელდება, რაზეც 219 ათასი ლარი დაიხარჯება. ასევე გაკეთდება მინი სტადიონი და განხორციელდება შორაპნის ციხის გარე განათების რეაბილიტაცია. გიორგი გოგლიჩიძე მოსახლეობასთან შეხვედრებზე ამბობს, რომ ამგვარი დამოკიდებულება მოსახლეობასა და მერობის კანდიდატს შორის შემდგომი წარმატებული საქმიანი ურთიერთობის საწინდარია.