ზუგდიდში დედაენის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
ზუგდიდში დედაენის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით, „სკვერის“ ბიბლიოთეკა გახსნეს. სოფელ რუხის საჯარო სკოლაში კი, დედაენის მონუმენტი გაიხსნა. სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა პროგრამა წარუდგინეს აუდიტორიას. ღონისძიებას საზღვრისპირა სოფელში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერილია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
14 აპრილს “დედაენის დღე” საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.