“ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ხმაურის ფონზე წარიმართა – “ევროპული საქართველოს” წევრებმა ღონისძიების ჩაშლა სცადეს (ვიდეო)
წყალტუბოში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ომარ სინაურაძის წარდგენა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, გუმბრის თემში გამართული სახელისუფლებო კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე პარტია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზაურ ქაშიბაძე მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ქაშიბაძის მხარდამჭერები, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ადგილზე სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერებმა “ქართული ოცნების” წყალტუბოს შტაბთან გადაინაცვლეს და პროვოკაციის მოწყობა ამჯერად იქ სცადეს.
“ორი პირი იყო მოსული, “ევროპული საქართველოს” კანდიდატის მეგობრები, ძალიან ნასვამები იყვნენ. უნდოდათ, რომ ხალხთან შეხვედრისთვის ხელი შეეშალათ, აგრესიას გამოხატავდნენ, მაგრამ მშვიდად გავესაუბრეთ და წავიდნენ. მერე ეს ორი პირი, ზაურ ქაშიბაძის მეგობრები, მოვიდნენ ჩვენს შტაბთან და იქ გააგრძელეს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, მაგრამ დაძაბულობის განმუხტვა იქაც მოვახერხეთ”,- განაცხადა ომარ სინაურაძემ.