ქვემო ქართლში ტურისტული კომპანიებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ტური გაიმართა.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში, დღის განმავლობაში, მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და გიდები ქალაქ რუსთავის მუზეუმში იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ციხესიმაგრე და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროები.
საინფორმაციო ტური გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა, ტურის მონაწილეებმა სოფელ მარტყოფში შინჯიკაშვილების საგვარეულო კოშკი, ანტონ მარტყოფელის სახელობის ღვთაების მამათა მონასტერი და სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, მხარეში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საინფორმაციო ტური უკვე მესამედ გაიმართა. ტურების მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები