ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ
ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან 4 აპრილს დაკავებული ბესო დგებუაძის ოჯახი წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი დგებუაძისთვის ქუთაისის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
როგორც “კვირასთან” საუბრისას დაკავებულის ნათესავმა, სოფო შარიამ განმარტა, სამართალდამცველებმა დგებუაძე დააკავეს, თუმცა ის პირი, ვინც მას ესროლა, მიიმალა.
ბესიკ დგებუაძე, 2018 წლის 21 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა, მას 4 ტყვია მოხვდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ბესიკ დგებუაძე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზღახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 370-ე მუხლით, რაც სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.