ზაურ დურგალი: მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ

“მარნეული ჩვენი საერთო სახლია.მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე, როგორც ამ ოჯახის შვილი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი, მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დურგალმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას. „მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ. მადლობა მხარდაჭერისა და ნდობისთვის. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს . ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. მარნეული ჩვენი საერთო სახლია.მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე, როგორც ამ ოჯახის შვილი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი, მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული. ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში, ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს.იმ პროექტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდება, მივუდგებით უფრო სწრაფი ტემპებით და ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ.“ – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები