ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან, არჩილ გოგსაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცნობით, სოფელ ობჩაში, მთისძირისკენ მისასვლელ საავტომობილო გზაზე, დიში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე მისასვლელ და ფერსათი-შუბანის დამაკავშირებელ გზებზე, რკინა-ბეტონის საფარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში გნსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა ენუქიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები