ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 4 პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ს., 1979 წელს დაბადებული ლ.მ., 1973 წელს დაბადებული ს.ს., 1971 წელს დაბადებული გ.ბ., 1985 წელს დაბადებული გ.ზ. და 1977 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – „ჰეროინი“ და „სუბოქსინი“ ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები