შსს-მ დავით ნემსაძის ცემის ფაქტზე, 1 პირი დააკავა

შსს-მ შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცრის, დავით ნემსაძის ცემის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 9 აპრილს, თბილისში, ვარდების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. დ.ნ.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისათვის, დავით ნემსაძის ცემის ფაქტზე, თავდაპირველად, ინფორმაცია სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები