ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ენმ-ის წევრის მანუჩარ ჩხეტიას საქმის განხილვა მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარაზენში მომხდარ ინციდენტისას დაკავებულ მანუჩარ ჩხეტიას საქმე განიხილება. სასამართლოში განცხადება შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილემ შალვა ჭედიამ გააკეთა. მისი თქმით, დაკავებულმა ჩხეტიამ სამმართველოშიც განაგრძო პოლიციის შეურაცხყოფა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის #166 და #173 მუხლებით დააკავეს მანუჩარ ჩხეტია, რომელმაც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშიც განაგრძო პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილია ყველა მტკიცებულება, რაც მოპოვებულია შსს-ს მიერ. აქვე მინდა დავამატო, რომ პოლიციელების საქმიანობა და მათი მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაა. რაც მოხდა ეს არის კანონდარღვევა და პოლიცია ყოველთვის მიიღებს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას”,- განაცხადა შალვა ჭედიამ.