გივი მოდებაძე სოფრომაძისა და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მოდებაძე დღეს სოფრომაძისა და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
,,ჩემი არჩევის შემთხვევაში, მიიღებთ იმაზე მეტ სიკეთეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ვიდრე ამ დრომდე მიგიღიათ“,- ამ სიტყვებით მიმართა ადგილობრივებს მოდებაძემ. როგორც გივი მოდებაძემ განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ყოვლისა, წყლისა და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხს დააყენებს. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ადგილობრივების ინდივიდური პრობლემებიც მოისმინა და თითოეულ მათგანს დახმარებას დაჰპირდა.