მანუჩარ ჩხეტია: თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ, ეს არის პოლიტიკური მოტივით დაკავება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

როგორც მან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომის ჩანიშვნამდე განაცხადა, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

“თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. ნარაზენში როდესაც ვიყავით, მოვიდა ირაკლი ფაცაცია, პოლიციის უფროსი და დაიწყო ჩვენი თანამებრძოლების დაშინება და, როგორც კი დამინახა, წამომიყვანა. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოტივით განხორციელებული დაკავება. სასამართლოს იმედი მაქვს, რომ ის იქნება ობიექტური”, – განაცხადა ჩხეტიამ.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული “ენმ-ის” აქტივისტის, მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღესაა ჩანიშნული.

ზუგდიდის საკრებულოს წევრის, ანა წითლიძისა და” ენმ-ის” პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი პატარაიას საქმე ზუგდიდის სასამართლოში მიმდინარე წლის 18 აპრილსაა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები