გიორგი შენგელია: ანაკლია-განმუხურის სანაპიროს რეაბილიტაციას 5 მილიონი ხმარდება

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ განმუხურში მოსახეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

,,38 წელია ზუგდიდში ვცხოვრობ, აქ ვზრდი ჩემს 3 შვილს და ისე უნდა ვიცხოვრო, რომ არ შემრცხვეს თქვენთვის თვალებში შეხედვის. მე თქვენთან სუფთა ხელებით მოვდივარ და თქვენი დახმარებით შევძლებ დასახული მიზნების მიღწევას“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შენგელიამ ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზეც ისაუბრა.
„ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, ზუგდიდში, „ახალგაზრდული სივრცე“ აშენდება , სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ზუგდიდში აშენდება ოლიმპიური აუზიც“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ, განმუხურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მერობის კანდიდატის მხარდამჭერი ირაკლი ჩიქოვანი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები