შსს-მ ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
მათივე თქმით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გამოკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში სხდომა, რომელზეც დღეს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის, დასრულებულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ნაცემი წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები