გიორგი (გეგა) შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს ჯიხაშკარისა და ალერტკარის მოსახლეობას შეხვდა. გიორგი (გეგა) შენგელიამ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
“დღეს შევხვდით სოფელ ჯიხაშკარისა და ალეტკარის მცხოვრებლებს, წარვუდგინეთ ის პროექტები, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ასევე, მოვისმინეთ ადგილობრივების პრობლემები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში შეძლებისდაგვარად მოვაგვარებთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯიხაშკარში არის სასმელი წყლის პრობლემა, ჯერჯერობით, მუშაობს ერთი ჭაბურღილი, რომელიც მხოლოდ 20 ოჯახს ემსახურება. ასევე, ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა ვაწარმოოთ გზის მოხრეშვითი სამუშაოები. ჯიხაშკარში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გვარდება, კერძოდ, სობოგას უბანში აშენდა ხიდი, რომელიც უბანს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, ასევე, ადმინისტრაციულ შენობაში გარემონტდა ორი ოთახი ამბულატორიისთვის, აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს ცენტრალურ გზაზე მდ. ჭანისწყალზე აშენდა თანამედროვე სტანდარტების სატრანსპორტო ხიდი. ჩვენ მომავალში უფრო აქტიურად განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჯიხაშკარი-ობუჯი-წალენჯიხას დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია და რაც მთავარია, 2021 წლის ბოლომდე ზუგდიდის არც ერთი სოფელი არ დარჩება გაზიფიცირების გარეშე, მათ შორის ჯიხაშკარი და ალეტკარიც”, – განაცხადა გეგა შენგელიამ.