10 დაღუპული და 1200 დაავადებული – კონგოში ებოლას ეპიდემია პიკს აღწევს

კონგოში ებოლას ვირუსით დაინფიცირება, გასულ 8 თვესთან შედარებით, პიკს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.
“ჩვენ თვალწინ კონგოში ებოლას მომაკვდინებელი ვირუსი მძვინვარებს. 9 აპრილს დაინფიცირების კიდევ 18 ფაქტი დადასტურდა”, – აცხადებს “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” ოფიციალური წარმომადგენელი.
ჯამურად, დაავადებულია 1200-მდე ადამიანი, ხოლო დაღუპულია 10 – მათგან 8 ადამიანმა სამედიცინო დახმარებას არ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები