შალვა კერესელიძე ყაზბეგის მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან – ალექსანდრე ზაგაშვილთან და მის მოადგილეებთან – თამაზ ალიბეგაშვილთან და დავით ქირიკაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
მხარის რწმუნებულმა, სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსთან, სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დირექტორთან – მეუფე იეგუდიელთან ერთად, გიმნაზია დაათვალიერა და მოსწავლეებს პირადად გაესაუბრა. ასევე, მოინახულა დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული გერგეტის დაწყებითი სკოლა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან არსებული სამხატვრო სტუდია, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ძერწვის, ხესა და ქვაზე კვეთის გაკვეთილები უფასოდ უტარდებათ.
„შალვა კერესელიძე, თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ არშაში რძის გადამამუშავებელი საწარმოსა და სასაკლაოს სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო. აღნიშნულ სამუშაოებს ადგილობრივი ბენეფიციარი, გუგუა მარსაგიშვილი, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „აწარმოე საქართველოსა“ და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ახორციელებს. მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს. საწარმოში, დღიურად, დაახლოებით, 1 ტონა რძის გადამუშავება იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №7 სამმართველოშიც იმყოფებოდა, ყაზბეგის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თანამშრომლებს შეხვდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას მუდმივ მონიტორინგს უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები