სუდანის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღო

სუდანის თავდაცვის მინისტრმა, ავად იბნ აუფმა, როგორც ქვეყნის გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა, ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღო და ფიცი დადო. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი ” Al-Arabiya” იუწყება.
მის მოადგილედ დანიშნულია ქემელ აბდელ მააუფი.
შეგახსენებთ, რომ სუდანში სამხედროების ჯგუფმა გადატრიალება მოაწყო და პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირა ხელისუფლებას ჩამოაშორა. მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთის თანახმად, პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დაკავებულია, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, ის ქვეყნიდან გაიქცა. ასევე, ინფორმაცია ვრცელდება, რომ დაკავებულები საპრეზიდენტო გვარდიის ხელმძღვანელი და, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები