ამერიკაში ადრეულ ვადებში აბორტის გაკეთების შეზღუდვა დაწესდა
ამერიკის შტატ ოჰაიოში აბორტის შესახებ ახალი შეზღუდვა დაწესდა. ნაყოფის მოშორება, რომელსაც გულის ცემა ესინჯება, აკრძალულია. ამის შესახებ დღეს შტატის გუბერნატორმა, მაიკლ დევაინმა განაცხადა.
“ეს ნაბიჯი დიდი ხნის ტრადიციას მიაგებს პატივს – კონსტიტუციურ ტრადიციას არსებული პრეცედენტების გაუმჯობესების, ან გაუქმების სასარგებლოდ”, – განაცხადა ჩინოვნიკმა.
ექიმების თვალსაზრისით, ეს მომენტი, შესაძლოა, ორსულობის მეხუთე კვირაზე დადგეს, როდესაც ქალმა ჯერ კიდევ არ იცის ამის შესახებ.