ზუგდიდში დაკავებული “ენმ-ის” ორი წევრი გაათავისუფლეს – მანუჩარ ჩხეტია, ჯერჯერობით, გამოკითხვაზე რჩება
ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დაკავებული “ენმ-ის” პოლიტსაბჭოს წევრი, ანა წითლიძე გაათავისუფლეს.
როგორც ,,კვირას” ჩვენმა ჟურნალისტმა აცნობა, “ენმ-ის” სამი წევრი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გიორგი პატარაია მალევე გაათავისუფლეს.
სულ ცოტა ხნის წინ, ადგილზე მივიდა ანა წითლიძის დედა, ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
” შევხვდი მანუჩარ ჩხეტიას, ჩემი ინფორმაციით, ის არ არის დაკავებული. მასთან შევიდა ადვოკატი. დაკავების სამართლებრივ დეტალებზე სახალხო დამცველი გააკეთებს განცხადებას”, – სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
ჯერჯერობით, “ენმ-ის” აქტივისტს, მანუჩარ ჩხეტია კვლავ გამოკითხვაზე რჩება. მან ადვოკატი მოითხოვა.