რას აცხადებს სანდრა რულოვსი ზუგდიდში ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავების შესახებ (ვიდეო)

“გაერთიანებული ოპოზიციიდან” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი  “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის – გიორგი პატარაიას, საკრებულოს წევრის – ანი წითლიძისა და მანუჩარ ჩხეტიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

სანდრა რულოვსის თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ის საარჩევნო შეხვედრებს მართავდა. მერობის კანდიდატის თქმით, გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

“ავღანეთში დაღუპული სამხედროს ვალერი ხუჯაძის ოჯახში ვიმყოფებოდით, საიდან გამოსვლისასაც შევამჩნიეთ, რომ ვერცხლისფერ მანქანაში პოლიციელები გველოდებოდნენ. ისედაც მთელ დღეს გვითვალთვალებდნენ. შეხვედრებზეც იყო პროვოკაციები. გასარკვევად რომ მივიდნენ, თუ რატომ გველოდებოდნენ, მოხდა დაპირისპირება და დააკავეს. რატომ დააკავეს, არ ვიცი”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები