“სანდრა რულოვსის შეხვედრაზე მოქალაქეებს შეკითხვის დასმის უფლება არ მოგვცეს” – რა მოხდა სოფელ ურთაში
სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც სანდრა რულოვსის სოფელ ურთას მოსახლეობასთან შეხვედრაა ასახული.
როგორც სოცქსელის მომხმარებელი, გიორგი ბულია ვიდეოს აღწერაში წერს, მათ სანდრა რულოვსის დაცვის წევრებმა მოსახლეობას კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს და მისივე თქმით, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ვიდეოს იღებდა, ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ.
“სანდრა რულოვსის შეხვედრაზე მოქალაქეებს შეკითხვის დასმის უფლება არ მოგვცეს!!! სოფელ ურთაში სანდრას კითხვა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით დავუსვით და ვკითხეთ, თუ რადტომ უწოდებდა ის პირველ პრეზიდენტს ბანდიტს.
სანდრა რულოვსის გარემოცვამ უფლება არ მოგვცა გადაგვეღო და როგორც ადრე, მიშას დროს ხდებოდა, ამჯერადაც, დაცვა გვეჯაჯგურა და ტელეფონის წართმევა მოგვინდომეს. ესენი კვლავ ისეთივე მოძალადეები არიან და შურისძიებით არიან სავსე!!!”, – წერს გიორგი ბულია ვიდეოს აღწერაში.