გივი მოდებაძე ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე დღეს გიორგაძის ქუჩისა და საჩხერის გზატკეცილის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატმა ადგილობრივებს ჭიათურის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
,,მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ “ქართულ ოცნებას”, რათა ის აღებული გეზი ქვეყნის სწორი განვითარებისა გაგრძელდეს. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში სწორედ მე ვიქნები ჭიათურის უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტი“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
მერობის კანდიდატთან ერთად დღევანდელ შეხვედრებს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე ესწრებოდა. პარლამენტის წევრი ადგილობრივებს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. გიორგაძის ქუჩისა და საჩხერის გზატკეცილის მცხოვრებლებს ჭიათურის დეპუტატმა გივი მოდებაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შეხვედრების ბოლოს გივი მოდებაძემ ადგილობრივების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.