გიორგი (გეგა) შენგელია ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია ახალსოფელში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც შენგელია “კვირასთან” საუბარში ამბობს, უკეთესი ზუგდიდის შენებას ახალგაზრდულ გუნდთან ერთად აპირებს. “ამომრჩევლებს ჩვენს გეგმებსა და საარჩევნო პროგრამის შესახებ ვესაუბრეთ . წარმოვადგინეთ ჩვენი ახალგაზრდული გუნდი , რომლითაც ვაპირებთ უკეთესი ზუგდიდის შენებას . ახალსოფელშიც ისეთივე პრობლემებია გადასაჭრელი, როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში . მოსახლეობას აწუხებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები , მათ გადაჭრაზე და მოგვარებაზე ვისაუბრეთ და დავსახეთ კონკრეტული გეგმები “,- განაცხადა გიორგი (გეგა) შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები