ჯულიან ასანჟს ეკვადორის მოქალაქეობა ჩამოართვეს
ეკვადორის ხელისუფლებამ WikiLeaks-ის დამაარსებლისთვის, ჯულიან ასანჟისთვის მოქალაქეობის მიცემის გადაწყვეტილების გაუქმება გადაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС” ავრცელებს.
მათი ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია სხვადასხვა ნორმის დარღვევის მიხედვით, რომელიც დაკავშირებულია WikiLeaks-ის დამაარსებლის საელჩოს ტერიტორიაზე ყოფნის პირობებთან.