თბილისის მერია: ტაქსის მძღოლების აქციის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა

ტაქსის მძღოლების აქციის გამო, დღეს, 16:30 საათიდან, ამაღლებისა და მაყაშვილის ქუჩების მონაკვეთზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

“თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები, დროებით, ვერ გადაადგილდებიან.

რაც შეეხება ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომანქანებს – მათ გადაადგილება კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით შეუძლიათ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები