“კიდევაც დაიზრდებიან” – როგორი იქნება მონუმენტის მიმდებარედ განახლებული ტერიტორია

მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე დიზაინის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ორ ეტაპად ხორციელდება. მარნეულის მერიამ აღნიშნული ადგილი მოსახლეობის მოთხოვნით შეარჩია და რეაბილიტაციის სამუშაოებიც დაიწყო.

როგორც მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე “კვირასთან” საუბრისას ამბობს, აღდგენილი ტერიტორია იქნება მარნეულის სავიზიტო ბარათი.
“აქ მოეწყობა ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე, რომელიც იქნება მარნეულის სავიზიტო ბარათი. აქ მოეწყობა საბავშვო დასასვენებელი სივრცე, ამფითიატრი სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. ვფიქრობთ, რომ აქ მოსახლეობა დიდი სიამოვნებით ამოვა დასასვენებლად და თავისუფალი დროის გასატარებლად”, – განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.

ცნობისთვის, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი “კიდევაც დაიზრდებიან” 1975 წელს არის შესრულებული. იგი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სკულპტურული მემორიალია და ქართული ქანდაკების თვალსაჩინო ნამუშევარს წარმოადგენს, ამიტომ მას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია ახლა:

რეაბილიტაციის შემდეგ:

  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები