თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “ნინოწმინდა”, “კარწახი”, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტი – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას ნარკოტიკული (269 აბი და ჰაშიში 4.8 გრ.) და ფსიქოტროპული (864 კაფსულა და 565 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
უწყებამ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები