ხულოში, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში“, ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეული მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტმა, როლანდ ზირაქიშვილმა ადგილობრივ მეფუტკრეებს ტრენინგ-სემინარი ჩაუტარა.
„შეხვედრის მიზანია ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ამანთნაყრების მოვლის მიზნით შესაბამისი სწავლების ჩატარება, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ფუტკრის მასობრივი დაღუპვა“, – აცხადებენ მერიაში.
შეხვედრას მერიის აპარატის უფროსი – ალბერტ ბოლქვაძე და ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორის თანაშემწე (მეფუტკრეობის კომისის თავმჯდომარე) გურამ ტარიელაძე დაესწრო.