“როცა ამომრჩეველი სამოქმედო გეგმას გისახავს, ეს ძალიან კარგია” – გიორგი გოგლიჩიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე სოფელ კვალითის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. “მეორე დღეა, მოსახლეობას ვხვდები. პრობლემები, თითქმის, ყველგან იდენტურია. ხალხი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. პრობლემები აქვთ სოციალურად დაუცველებსაც. მიხარია ასეთი ღიაობა. საუბრები გახსნილად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიმდინარეობს, რაც ძალიან კარგია. როგორც კანდიდატს, ეს მიიოლებს მათთან ურთიერთობას. როცა ამომრჩეველი გისახავს სამოქმედო გეგმას, ეს არის ძალიან კარგი”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.