ნიგერიის არმიამ მთელი ქალაქის ევაკუაცია მოახდინა

ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა, გაფრთხილების გარეშე, ქალაქ ჯაკანას მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”-ი ავრცელებს.

10 000 ადამიანი გადაყვანილია კარვებში, ქალაქ ჯაკანადან 40 კილომეტრში. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონტრტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც არმიამ დაიწყო.

გაერო-ს ცნობით, ხალხი კარვებში საკუთარი ნივთების გარეშე შესახლდა, ზოგი ფეხშველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები