კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლები განეიტრალდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში, ახმეტისა და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა.

„10 აპრილს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში 25 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ორივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა თავიდან სრულად იქნა აცილებული. 10 აპრილს, 17:00 საათიდან, სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 21:30 საათამდე, ახმეტისა და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, სულ 55 რაკეტა გაისროლეს“, – აცხადებენ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.

მათივე ცნობით, აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები