“დროშა ვერ დაკიდენ” – გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. განცხადებას 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში იგი უახლოეს დღეებში შეიტანს. გოგი წულაიას ზესტაფონელთა მხარდაჭერის იმედი აქვს.

“ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს. მივიჩნევ, რომ აქედან იწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის და აქედან უნდა გავტეხოთ ეს ხელისუფლება და დავიწყოთ ბიძინას დემონტაჟი. მაქვს შანსები, მიცნობენ ადამიანები, დამიმტკიცებია, რომ ვარ მებრძოლი. ზესტაფონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას მთელი საქართველოსთვის. მე ვიქნები მესამე ძალა”, – აცხადებს გოგი წულაია.

როგორც “კვირასთან” საუბრისას წულაია ამბობს, ზესტაფონელ ელექტორატთან წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იქნება და მას არაერთი პერფომანსით გაანებივრებს.

გოგი წულაიამ საზოგადოებას ქუთაისში იუმორნარევი აქცია-პერფორმანსების გამართვით დაამახსოვრა თავი – მაგალითად, კუბოების მიტანა პარლამენტის შენობასთან, ორმოების სიმბოლურად ამოვსების აქცია და სხვა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები