ლონდონის პოლიციამ WikiLeaks-ის დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი დააკავა
ლონდონის პოლიციამ WikiLeaks-ის დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი მას შემდეგ დააკავა, რაც ეკვადორმა საკუთარ საელჩოში თავშესაფრის მოცემაზე უარი გამოუცხადა, სადაც ის შვიდ წელს იმალებოდა.
სკოტლანდ-იარდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასსანჟი ლონდონის ცენტრში პოლიციელებმა დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ, 2010 წლის 7 დეკემბერს, ასსანჟი ლონდონის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ის ნებაყოფლობით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, ხოლო 9 დღის შემდეგ ლონდონის უზენაესმა სასამართლომ WikiLeaks-ის დამაარსებელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც, ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი დაპატიმრების ბრძანება გაიცა, ის შვედეთის ხელისუფლებისთვის უნდა გადაეცათ, ხოლო ასსანჟამ თავშესაფარი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში მოიპოვა.