სამხედრო გადატრიალება სუდანში – პრეზიდენტმა ძალაუფლება დაკარგა
სუდანში სამხედროების ჯგუფმა გადატრიალება მოაწყო და პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირა ხელისუფლებას ჩამოაშორა. ამის შესახებ ტელეარხები “Al-Mayadeen”-ი და “Al-Hadath”-ი იუწყებიან.
მათი ცნობით, სამხედროების ჯგუფი პირდაპირ ეთერში მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებისთვის ემზადება, რომელსაც უახლოეს დროში გამოაქვეყნებენ.
მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთის თანახმად, პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დაკავებულია, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, ის ქვეყნიდან გაიქცა. ასევე, ინფორმაცია ვრცელდება, რომ დაკავებულები საპრეზიდენტო გვარდიის ხელმძღვანელი და, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი არიან.