ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური არჩევნები დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

ინდოეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია. ხმის მიცემა 900 მილიონი მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Sky News”-ი ავრცელებს.

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნები შვიდ ეტაპად გაიყოფა. პირველი დღეს, 11 აპრილს დაიწყო, ხოლო ბოლო 19 მაისს ჩატარდება. ხმების დათვლის პროცედურა 23 მაისს უნდა დამთავრდეს. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 29-ვე შტატში. შედეგად, 543 საპარლამენტო დეპუტატის არჩევა უნდა მოხდეს.

როგორც მოსალოდნელია, ძირითადი ბრძოლა ორ წამყვან პოლიტიკურ ძალას შორის უნდა წარიმართოს: ინდოეთის მმართველ გუნდსა და მის ოპოზიციასთან ნაციონალურ კონგრესს შორის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები