12 აპრილს 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ხვალ, 14:00 საათზე, 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება.

„კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ 5 საუკეთესო მონაწილე შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე, შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო“, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ეროვნული ცენტრი 2019 წელს საუკეთესო მასწავლებელს ყველა საგანში გამოავლენს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის”.  გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდო, ტიხრული მინანქრის ვერცხლის გულსაბნევი და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ.

პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, კომპანია Ici Paris-ი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები