მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტების ჩამონათვალს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
რეაბილიტაცია უტარდება სოფელ საგურამოდან ზედაზენის მონასტრამდე მისასვლელი გზის 6 კმ-იან მონაკვეთს;
აქტიურად მიმდინარეობს ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა ქალაქ მცხეთაში;
სრული რეაბილიტაცია უტარდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა კულტურის სახლები სოფელ მუხრანსა და სოფელ ნატახტარში;
მიმდინარეობს მცხეთა-შიომღვიმის გზის (კმ. 4) წმ. გიორგის ეკლესიასა და წმ. დემეტრე თესალონიკელის მონასტერთან დამაკავშირებელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
მიმდინარეობს დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქალაქ მცხეთაში;
შენდება ახალი ხიდი მდინარე მტკვარზე;
მიმდინარეობს სკვერების მოწყობის სამუშაოები ქალაქ მცხეთასა და სოფელ საგურამოში;
რეაბილიტაცია უტარდება სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლას;
მიმდინარეობს სოფელ ფრეზეთის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები;
რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ახალუბანთან მისასვლელ გზასა და შიდა საუბნო გზებს სოფელ არაშენდაში;
მიმდინარეობს ქალაქ მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობა;
რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის სისტემებს სოფელ მუხრანში, სოფელ ძეგვსა და სოფელ ნავდარაანთკარის ახალ დასახლებაში;
მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში, ახალუბანში, ბიწმენდსა და წინამძღვრიანთკარში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.