ევროკავშირი “ბრექსითის” გადავადებაზე თანახმაა
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერმა ბრიუსელში საგანგებო სამიტზე “ბრექსითის” გადადების თაობაზე ნებართვა გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ჩვენ შევათანხმეთ 50-ე მუხლის გაგრძელება (ლისაბონის შეთანხმება ევროკავშირის შესახებ, რომელშიც გაწერილია ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის პროცესი). ახლა მე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს შევხვდები, რათა დასტური მივიღო ბრიტანული პარლამენტისგან”, – წერს დონალდ ტუსკი.