კუბის ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა
კუბის ახალი ძირითადი კანონი ძალაში შევიდა. ქვეყნის განახლებული კონსტიტუციის ტექსტი რესპუბლიკის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.
ძირითადი ცვლილებები შეეხო: კერძო საკუთრების ნაწილობრივ აღიარებასა და კომუნიზმის აღზევებაზე უარის თქმას, პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის პოსტის დამკვიდრებას, უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე ორ ვადაზე მეტჯერ არჩევის შეზღუდვას.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს კონსტიტუციის დამტკიცებას რეფერენდუმზე მხარი 6,81 მილიონმა კუბელმა დაუჭირა.