თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ნიშნიანიძისა და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.
„10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოლოლაკის ხევის, გალაკტიონ ტაბიძის, მთაწმინდის, ლეონიძის, დადიანის, ყიფიანის, ასათიანის, გერგეთის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძისა და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, კომკავშირის ხეივნისა და მარო მაყაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, ლაზოს, შუშისა და წყალსადენის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ვაზისუბნის, ლაღიძის, მანდელშტამის, ბერი გაბრიელ სალოსისა და კაკაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულისა და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სელიმ ხიმშიაშვილის, ოლგა კონსკაიას, სტურუას, ქებურიას, ურიდიას, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, ინანიშვილის, სურგულაძის, მიხეილ მესხის, ასათიანის, ძმობის, ეროსი მანჯგალაძის, მიქატაძისა და ალილუევის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ზაქარიაძის, დოლიძის, ქარელის, შარტავას, ცინცაძის, გოდერძი ჩოხელის, კვერნაძის, ბერბუკის, ასლანიდის, აფაქიძის, კოდორის, ბოჭორიშვილისა და ალმასიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნისა და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
13:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ბოცვაძის, თვალჭრელიძისა და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), დოლიძის, გოგოლის, სურამის, ნინოშვილის, აბასთუმნის, სამღერეთის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილის, კონსტიტუციისა და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში, 06:00 საათიდან 07:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისისა და ოქროყანის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები