თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ასოციაციას 100 შესაწამლი აპარატი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში სულ 2000 აპარატის გადაცემაა დაგეგმილი.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, შესაწამლი აპარატების დარიგება, სამეგრელოში დღეიდან დაიწყო და გურიასა და იმერეთში გააგრძელებს.

შესაწამლი აპარატების გადაცემას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები