ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ხიდის ქვეშ ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს

ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე მეხანძრე-მაშველებმახიდის ქვეშ, წყლის ჩამკეტ ფარზე ჩარჩენილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები