გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
“ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ის შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიაში” დასაქმებულ ზესტაფონელებს ზესტაფონისა და ქუთაისის დეპუტატებმებთან, შალვა კიკნაველიძესა და გენადი მარგველაშვილთან ერთად შეხვდა.
“დავიწყეთ საარჩევნო კამპანია, მოსახლეობასთან შეხვედრები, ვსაუბრობთ იმ სირთულეებსა და პრობლემებზე, რაც ზესტაფონლებისთვის მნიშვნელოვანია.დარწმუნებული ვარ, რომ მათი ჩართულობით ამ პრობლემებს, ისევე როგორც ბევრ სხვას, ღირსეულად მოვაგვარებთ და 19 მაისს ასევე ღირსეულად გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
მერის რიგგარეშე არჩევნებზე აქტიურობისა და გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოსახლეობას გენადი მარგველაშვილმაც მოუწოდა.
“დღევანდელ შეხვედრაზე გამოვყავი 3 ასპექტი – ადამიანური ღირსება, დეცენტრალიზაცია და განათლება. ვფიქრობ სამივე ამ კომპონენტს კარგად აცნობიერებს ჩვენი კანდიდატი და მას გაიყვანს ბოლომდე”, – ამბობს “კვირასთან” საუბრისას მარგველაშვილი.
მერობის კანდიდატი კი აღნიშნულ შეხვედრას უმნიშველოვანესად აფასებს.
“ამაღლებულ განწყობაზე ვარ ასეთი თბილი დახვედრით. აქ დასაქმებულები აღნიშნავენ თუ რა გაკეთდა ბოლო 7 წლის განმავლობაში, თუნდაც ჯანდაცვის კუთხით. როცა ადამიანი საოპერაციოდ მიდის, მას აღარ უწევს სახლ-კარის გაყიდვა, იმისათვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინოს. ეს ძალიან კარგია. იმედი მაქვს, რომ 19 მაისს ზუსტად ასეთი ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. N 41-ის შემოხაზვა იქნება სწორედ ისეთივე მეგობრული გარემოსა და ჯანსაღი ურთიერთობების გარანტი, როგორიც ამ შეხვედრაზე სუფევდა”, – განაცხადა დღის შეხვედრების დასრულების შემდეგ გიორგი გოგლიჩიძემ.