ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. გივი მოდებაძემ ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია. როგორც მოდებაძემ მოსახლეობასთან განაცხადა, აღმაშენებლის ქუჩაზე სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება და სისტემის რეაბილიტაცია მოხდება. ასევე იგეგმება საბაგირო სადგურის მიმდინარე მშენებლობის მოკლე ვადაში დასრულება და სკვერისა და სტადიონის კეთილმოწყობა.